კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზანია უზრუნველყოს ადამიანის, მომხმარებლის, უფლებათა და თავისუფლებათა, კერძოდ, მათი პერსონალური ინფორმაციის დაცვა, მოვაჭრის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებისას.

მოვაჭრისათვის მომხმარებლების პერსონალური ინფორმაციის დაცვა ნებისმიერი მომსახურების მიღებისას არის უმნიშვნელოვანესი, შესაბამისად, გარანტიას იძლევა, რომ მოვაჭრის საქმიანობა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნებთან.

ვებ-საიტით სარგებლობა და შეკვეთის განთავსება ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით შემდეგ წესებსა და პირობებს :

  • განათავსებთ მხოლოდ რეალურ შეკვეთას.
  • არ გამოიყენებთ ვებ-საიტს ყალბი შეკვეთის გასაკეთებლად, ამ შემთხვევაში ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავაუქმოთ შეკვეთა და დავბლოკოთ თქვენი ანგარიში.
  • იღებთ ვალდებულებას, რომ ვებ-საიტის მეშვეობით მოგვაწვდით სწორ საკონტაქტო ინფორმაციას, სახელს და გვარს, მობილურის ნომერს, ელექტრონულ ფოსტას და მისამართს, ჩვენ კი, მითითებულ დროს სწორად მოგაწვდით შეკვეთას და გამოვიყენებთ საკონტაქტო ინფორმაციას მხოლოდ თქვენთან დასაკავშირებლად.
  • ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი, ანუ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, 18+ ასაკის.

კონფიდენციალურობის პოლიტიკაში  გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით;

ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება;

მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა განსაზღვრული მიზნით დამუშავებაზე გამოხატული ნებაყოფლობითი თანხმობა, რომელსაც მონაცემთა სუბიექტმა ხელი მოაწერა ან სხვაგვარად აღნიშნა წერილობით ან მასთან გათანაბრებული ფორმით; 

მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა განსაზღვრული მიზნით დამუშავებაზე ზეპირად, სა ტელეკომუნიკაციო ან სხვა შესაბამისი საშუალებით გამოხატული ნებაყოფლობითი თანხმობა, რომლითაც შესაძლებელია ნათლად დადგინდეს მონაცემთა სუბიექტის ნება ; 

4.1. მომსახურების გაწევისას მოვაჭრე უფლებამოსილია შეაგროვოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია იმ მოცულობით, რა მოცულობითაც მას კონკრეტული მომსახურების გაწევისთვის სჭირდება.

ზემოაღნიშნული პერსონალური ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს: (ა) სახელს, გვარს, პირად ნომერს, მისამართს, ტელეფონის ნომერს და პირის პირველადი იდენტიფიცირებისთვის საჭირო სხვა მონაცემს; (ბ) ფინანსურ ინფორმაციას, როგორიცაა ინფორმაცია საბანკო ანგარიშის შესახებ და სხვა.

4.2. მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე გარდა 4.1. მუხლისა მოვაჭრე უფლებამოსილია მოითხოვოს მომსახურების გაწევისათვის საჭირო მომხმარებლის სხვა პერსონალური მონაცემი.

4.3. მომსახურების გაწევამდე მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს გაუგზავნოს თანხმობის ფორმა, რომლის ხელმოწერითაც მომხმარებელი დაადასტურებს საკუთარ ნებას მოვაჭრის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

5.1. მოვაჭრის მიერ მომხმარებლების პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და შენახვა ხორციელდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5.2. მომხმარებლის მიერ მოვაჭრისათვის მიწოდებული ნებისმიერი პერსონალური მონაცემის სისწორეზე პასუხისმგებელია თავად მომხმარებელი.

5.3. მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.

 

6.1. მოვაჭრე ვალდებულია მიიღოს ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.

6.2. მოვაჭრე ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონული ფორმით არსებული მონაცემების მიმართ შესრულებული ყველა მოქმედების აღრიცხვა. არაელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემთა დამუშავებისას მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია უზრუნველყოს მონაცემთა გამჟღავნებასთან ან/და ცვლილებასთან დაკავშირებული ყველა მოქმედების აღრიცხვა.

6.3. მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მონაწილეობს მონაცემთა დამუშავებაში, ვალდებულია არ გასცდეს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს. ამასთანავე, მას ეკისრება ვალდებულება, დაიცვას მონაცემთა საიდუმლოება, მათ შორის, მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ.

6.4. მოვაჭრეს უფლება არ აქვს გაამჟღავნოს ან სხვაგვარად გადასცეს მომხმარებლების პერსონალური მონაცემები, გარდა კანონმდებლობით დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევებისა.

7.1. ის, რაც არ არის მოცემული წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, მოწესრიგებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით..

7.2. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა არის საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი მომხმარებლისათვის.