ჩვენ შესახებ
,,ირინეული” ეს არის განსხვავებული გემოსა და დიზაინის მქონე ხელნაკეთი დესერტი. ვამზადებთ ხელნაკეთ შოკოლადებს ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო ნატურალური პროდუქტით.
,,ირინეულის” დამფუძნებელი
მე ვარ ირინე ხუნძაყიშვილი, პროფესიით ფილოლოგი. ,,ირინეულის” დამფუძნებელი. ბრენდი 2022 წლის ნოემბერში დავაარსე. “ირინეულის” უნიკალური, სხვადასხვა არომატის ხელნაკეთი შოკოლადები არ იპრინტება. ისინი, მომხმარებლის შეკვეთის შესაბამისად, სათითაოდ, დიდი სიყვარულით, ხელით იხატება მაღალხარისხიანი, უსაფრთხო საღებავებით და სწორედ ამ განსხვავებული ვიზუალის გამოა გამორჩეული სასაჩუქრე ბრენდი. “ირინეულის” შოკოლადები ბევრს მოგზაურობენ სხვადასხვა ქვეყანაში – ორი წლის განმავლობაში ბრენდის პროდუქცია პოპულარული გახდა და მოთხოვნადია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ.
“ირინეულში“, ბრენდის მიერ შემოთავაზებულ შოკოლადის სადღესასწაულო ნაკრებებთან ერთად, სასურველი დიზაინის ნაკრების შეკვეთებიც მზადდება.
“ირინეულის” პროდუქცია იქმნება საბერძნეთიდან იმპორტირებული, ევროკავშირის სტანდარტების მასალით: შოკოლადი, ვაფლი, შოკოლადის კრემი, ნუშის კრემი, საკონდიტრო საღებავები და სხვ. შიგთავსში გამოიყენება ქართული თხილეული.